ცხოვრება როგორც კინო ...


რეჟისორი : ღმერთი
მსახიობი : მე
მატორ ...... თქვა ღმერთმა და კამერაც ჩაირთო ეს მოხდა 1988 წლის 4 ივლისს, დაახლოებით ღამის 2 საათზე , რატომღაც თავიდან როლი ვერ გავითავის ვერ ვხვდებოდი რა უნდა მეკეთებინა და რა არა , ყველაფერს ვაკეთებდი და ამავედროს არაფერსაც არ ვაკეთებდი, ცხოვრებას უაზროთ ვფლანგავდი, აი ფულს რო გაფლანგავ ისე ვფლანგავდი ჩემს ყოველ წუთს და წამს, არა არ ვფლანგავდი ალბათ უფრო ვამჟავებდი, ვაკონსსერვებდი, და წარსულში ვმალავდი ანუ უფრო მარტივად რომ ითქვას, უმოქმედოდ ვეგდე ჩემთვის, კამერა კი თავისთვის მუშაობდა.... მუშაობდა და დღემდე მუშაობს, მაგრამ დაუკვირდი და არცერთი სასიამოვნო კადრი არ ჩაუწერია, არა, სასიამოვნო კადრი კი ყოფილა, მაგრამ არა-სასარგებლო...
დრო მიდიოდა კამერა კი აგრძელებდა თავისთვის მუშაობას , მეც ნელ-ნელა ვერგებოდ ჩემ როლს და ვითავისებდი როგორც შემეძლო. ხშირად მაძლევდა რეჟისორი შენიშვნებს , ამას ნუ აკეთებ იმას ნუ აკეთებო მეუბნებოდ , მასწავლიდა , მარიგებდა , მაგრამ არასდროს არ ვუსმენდი და როგორც მე მიხაროდა მაინც ისე ვაკეთებდი ყველაფერს , ალბათ განაწყენდა კიდეც რო არ უჯერებდი... განსაცდელებს მიგზავნიდა ისეთს რო არც გამჭირვებოდა გადალახვა, მაგრამა არც გამიოლებოდა.... მგონი ყველა გადავლახე... მაგრამ სასარგებლო კადრი მაინც ვერ დავიჭირეთ... უკვე მგონი ხელსაც იქნევდა ჩემზე, ალბათ ცოტაც და კიდევ ერთხელ დაიჭიმავდა იოგებს, კიდევ ერთხელ დაიყვირებდა, მაგრამ უკვე საწინააღმდეგოს, რომ არა ერთი ფაქტი საბოლოოდ არაფერი არ გამოვიდოდა, უფრო სწორედ ქაოსი გამოვიდოდა , მაგრამ ქაოსი ხომ არაფერია ესეიგი არაფერიც არ გამოვიდოდა... ეს იყო ჩემი ყველაზე ძნელი გამოცდა... და.. მე ის გადავლახე....

გამოდის რომ, სულ ტყუილად არ ჩართულა კამერა 1988 წლის 4 ივლისს დაახლოებით ღამის 2 საათზე , რეჟისორსაც ტყუილად არ დაუჭიმია იოგები და ტყუილად არ დაუძახია "მატორ"


იმედია ! ! !

1 коммент.:

  Анонимный

13 октября 2008 г. в 01:38

kidev kai 1988 wlis 4 uvlis rejisorma daidzaxa mator da charto kamera tore xo ar gagicnobdi da gavafrendii))) shemogevlee shenaa, miyvarxar dzalian :2kiss: