ყველაფერი ერთად :)

აააარ ვიცი რა დავიწყო და როგორ დავიწყო.....გულში იმდენი გრძნობა მაქვს რო მეტი არ შეიძლება, ყველაფერი ერთადაა, მოწყენა, ნოსტალგია, სიხარული, სიყვარული... ყველაფერი რაც კი შეიძლება ჩემს გულში იყოს .... ყველაფერი ერთადაა... ვითომ ნასვამი რომ ვარ მაგიტო?! ააარ მგონია, უბრალოდ ბედნიერი ვარ, და თურმე რა ცოტა მყოფნის ბედნიერებისთვის, და რა გვიან მივხვდი ამას... დღეს არაჩვეულებრივი დღე იყო, აი მართლა რო არაჩვეულებრივი... მიყვარს ის ხალხი ვისთან ერტადაც დღეს ვიყავი... მე ყველა მიყვარს, მიხარია რომ სიყვარული შემიძლია მიხარია რომ ესეთი ვარ, მიხარია რომ არასდროს არავისთვის უმიზეზოდ გული არ მიტკენია, მიხარია რომ ის ვარ რაც ვარ... მწყინს მხოლოდ ერთი რაღაც ბევრი ვერ მიგებს... მაგრამ ამასაც მიზეზი აქვს.... ყველას რო უყვარდე არ შეიძლება, ან ძაან ძაან ძაან კარგი უნდა იყო, ან ძაან მაყუთა, ან კიდევ ძაან პათხალიმი.... მე არც ერთი ვარ არც მეორე და არც მესამე : bis: ოდა არ მინდა ხალხნო ნუ შემიყვარებთ ყველანი... მე ისინიც მყოფნის ვინც გვერდით მყავს, ვისაც გულით უყვარვარ ისეთი როგორიც ვარ... რამის გამო სიყვარული არ მჭირდება... დროებითი აღარაფერი არ მინდა :) მეყო რაც დროებითი იყო ჩემს ცხოვრებაშI... მართალია ბევრი რამე არაა გარკვეული ბოლომდე მაგრამ არ მინდა არაფერი, არც სიყვარული არ მინდა ეხლა სამუდამო... არც ფული, არც კაი ცხოვრება.... მე მეგობრებიც მეყოფა, ოღონდ ისეთI მეგობარები რომლებიც ყველგან და ყოველტვის, ფიზიკურად თუ არა, გულით მაინც იქნებიან ჩემთან.... და მიხარია რომ მე გვერდით მყავს ესეთI ხალხი...მიხარია რომ არაჩვეულებრივი ოჯახი მყავს, საყვარლესი და ულამაზესი უთბილესი დედა, მზრუნველი მოსიყვარულე უჯიგრესი და უმაგრესი ადამიანი მამა :love: უუუუუუუუუყველაფერი ერთად ჩემი ძმა.... ასეთი ოჯახი ვიცი რომ ძაან იშვიათია და მიხარია რომ ღმერთმა ესეთი ოჯახი მარგუნა... ბედნიერი ვარ რომ საერთოდ ვარსებობ... ოდესღაც სიცოცხლემობეზრებული ადამიანი მიხარია რომ ეხლა ყველაფერი მიხარია რაც ჩემს გარშემო ხდება.....
ერთი თხოვნა : მიმიღეთ ისეთი როგორიც ვარ....
თუ არ შეგიძლიათ ნუ გამეკარებით თუ ეგეც არ შეგიძლიათ არ მეპათხალიოთ... უბრალოდ ეცადეთ ჩემგან თავი შორს დაიჭიროთ.....

რას ვბოდავ როგორ ვბოდავ არ ვიცი... მგონი ნასვამი კი არა ძაან მთვრალი ვარ..... :D
მარა მაინც რასაც ვფიქრობ ის ვთქვი... და ფხიზელი ამდენს ვერ ვიტყოდი :)